„ევროპული საქართველო“ ხაშურსა და ქარელში მხარს გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილის თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა და სწორედ ამიტომ, პარტია ხაშურისა და ქარელის ოლქში მხარს გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ მოწადინებული იყო იმისთვის, რომ ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მომხდარიყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილისს გარეთ. სამწუხაროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ეს შეთანხმება არ შედგა.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგულები და მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ოპოზიცურ პარტიებთან არამხოლოდ თბილისში, არამედ მის გარეთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ და ვუჭერთ მხარს ირაკლი ოქრუშვილის პარტიის წარმომადგენელ, გურამ ჩალაგაშილს ხაშურსა და ქარელში“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა