კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩეხეთი მომავალი კვირიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გამო, ქვეყანაში მომავალი ორშაბათიდან, 5 ოქტომბრიდან, ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. ასევე გამკაცრდება შეზღუდვები შეკრებებზე.

კონკრეტულად კი შენობის შიგნით მაქსიმუმ 10 და შენობის გარეთ მაქსიმუმ 20 ადამიანის შეკრება იქნება ნებადართული. დაშვებული იქნება სპორტული შეჯიბრებების ჩატარება, თუმცა მაყურებლის გარეშე. მუშაობას გააგრძელებენ კინოები და თეატრები; კონცერტები, მიუზიკლები და ოპერები კი აიკრძალება იმ მოტივით, რომ სიმღერის დროს ინფექციის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის რისკი მატულობს.

მაღალი რისკის რეგიონებში მდებარე სკოლები ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. „როიტერის“ ინფორმაციით, მიმდინარე თვეში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩეხეთში 50%-ით გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო