დავით უსუფაშვილი - ქვეყანაში ის ოცნება ვერ ახდა, რაც 8 წლის წინ იყო

ქვეყანაში ის ოცნება ვერ ახდა, რაც იყო 8 წლის წინ, - ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" 8 წლიან მმართველობას.

მისი თქმით," 8 წლის მერე ოცნებები აღარ მუშაობს".

"ქვეყანაში ის ოცნება ვერ ახდა, რაც იყო 8 წლის წინ. ამას ვერანაირი პროგრამა და ტრიუკები ვეღარ უშველის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" დღეს პარტიის საარჩევნო სია წარადგინა.

როგორც პარტიული სიის წარდგენისას „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, გუნდი, რომელიც „ლელომ“ წარადგინა, მზადაა „ხალხთან ერთად და ხალხისთვის“ იბრძოლოს ძირფესვიანი ცვლილებებისთვის საქართველოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა