ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს.

მისი თქმით,ზუგდიდი სამაგალითო მუნიციპალიტეტად უნდა იქცეს.

,,მომწონს შეხვედრების ეს ფორმატი, ადამიანები უშუალოდ გვიყვებიან საჭიროებებზე. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ, რა უნდა გაკეთდეს, გვიყვებიან სურვილებზე, გვაცნობენ ხედვებს. მეც თავისთავად ვეუბნები, რის გაკეთებას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს.

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოხდა თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად ვაქციოთ", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“