კომპანია Survation საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევას აქვეყნებს

კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჩაატარა. საბურთალო და ისანი.

კანდიდატთა რეიტინგები საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ასე გადანაწილდა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

დავით სერგეენკო "ქართული ოცნება" - 57,6%.ალექსანდრე ელისაშვილი "მოქალაქეები" - 13,3%.ბადრი ჯაფარიძე "ლელო" - 9,1%.ირაკლი ოქრუაშვილი "გამარჯვებული საქართველო" - 6,8%.თაკო ჩარკვიანი "კანონი და სამართალი" - 4,8%.კახა ძაგანია "პატრიოტთა ალიანსი" -3,7%.ლევან გოგიჩაიშვილი "ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" - 3,3%.მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს - 1,4%.

პარტიული სიმპატიები ამავე, საბურთალოს ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

"ქართული ოცნება" - 54,5%."ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13,9%.გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,7%."გირჩი" - 5,3%."ევროპული საქართველო" - 5,0%."პატრიოტთა ალიანსიც" - 5,0%."ლელო" - 4 ,8%."ერთიანი საქართველო" - 1,7%."თავისუფალი დემოკრატები" - 0,7%.სხვა - 3,4%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს გამოკითხულთა - 78%.ა ლბათ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 8%. 50/50 -9% ; არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 5%.

"რუსთავი2"-ის დაკვეთით კვლევები კომპანიამ Survation თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის