დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მენეჯერი წინასაარჩევნო კამპანიას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი ბრედ პარსკეილი წინასაარჩევნო კამპანიას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრედ პარსკეილმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დატოვების გადაწყვეტილება საუთარი თავისა და ოჯახის „უზარმაზარი სტრესისგან“ თავის დასაღწევად მიიღო.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ პარსკეილი საკუთარ სახლში დააკავა. სამართალდამცავები დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მენეჯერის სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც ბრედ პარსკეილის მეუღლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ იგი საკუთარი თავისთვის დაზიანების მიყენებას აპირებდა.

შეგახსენებთ, ზაფხულში პარსკეილი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას ჩამოაშორეს, თუმცა იგი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ციფრულ და მონაცემთა სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას განაგრძობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა