რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“, კორონავირუსი 90 წლის ქალს დაუდასტურდა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“, კორონავირუსი 90 წლის ქალს დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ,,ცხელების ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განაცხადა, მანამდე ,,კოვიდ 19“ ასაკოვანი ქალის ოჯახის წევრს აღმოაჩნდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასაც დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი ,,ცხელების ცენტრიდან“, თბილისის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ 5 პაციენტია მოთავსებული. ხუთივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ,,ცხელების ცენტრში“ ბინიდან გადაიყვანა. პაციენტებს კვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა უკვე აუღეს, პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს