დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ამომრჩეველთა ხმების დაცვასა და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

“ჩვენი ქვეყნის მომავალის ფორმირება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, დღეს, სხვადასხვა პარტიისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ერთ ოლქში, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობებისა და ფასეულობებისა, ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ. ეს არის ის, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნება აღსრულდეს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი ამომრჩეველთა ცენზურის და დაშინების. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება არაერთი მცდელობა, რომ ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს ვერ გამოხატოს თავისი თავისუფალი ნება. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობების და შეხედულებების პოლიტიკოსები პირველად საქართველოს ისტორიაში, ერთ ოლქში შევიკრიბეთ და ვერთიანდებით, რომ გავცვლით ინფორმაციას და ინფორმაციის გაცვლის შედეგად მოვახდენთ ქმედებების კოორდინირებას, რათა დავიცვათ ამომრჩევლის ნება”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, აღნიშნული ინიციატივა კარგია, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი ცივილიზებული პოლიტიკური ქცევისკენ მიჰყავს.

“საარჩევნო უბანზე გვეყოლება დამკვირვებლები და წარმომადგენლები, რომ ყველამ დაიცვას ხმები და არ იყოს ისეთი სიტუაცია, როცა სხვა პარტიებს აწყობთ, ერთი პარტიის ხმები დაიკარგოს. საბოლოო ჯამში შევჯერდით, რომ მემორანდუმი გავაფორმოთ. რამდენად იმუშავებს არ ვიცი, ვნახოთ. საბოლოო ჯამში, ინიციატივა სწორია, კარგია და მას მივყავართ ცივილიზებული პოლიტიკური ქცევისკენ, მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს როგორც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ასევე “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის” ერთიანი ოპოზიციის, “თავისუფალი საქართველოს”, “გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტიის” “პატრიოტთა ალიანსისა” და “რეფორმერის” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა