აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, ახალი პროტოკოლის თანახმად, აჭარის რეგიონში 1300-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მინისტრის განცხადებით, სტაციონარში კოვიდინფიცირებული 515 პირია მოთავსებული, ხოლო 900-მდე პირი კოვიდ კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 700-ზე მეტი პირი ბინაზე მკურნალობს. საერთო ჯამში აჭარაში 2100 პირია ინფიცირებული.

„სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. კიდევ გვაქვს კლინიკაში 70-მდე თავისუფალი ადგილი, 20 საწოლი დაემატა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას და ინტენსიური თერაპიის კუთხით, შეგვიძლია ერთდროულად 45 პაციენტს ვუმკურნალოთ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა