უკრაინაში ტყის ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში გაჩენილ ტყის ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი.

ხანძარმა საფრთხე შეუქმნა 22 დასახლებას და დაახლოებით 18 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ დრომდე ხანძრის 146 კერიდან 82-ის ჩაქრობა მოხერხდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა