კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 7 გურიაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 7 გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, ,,კოვიდ 19“ ძირითადად სოფელ ლაითურში დაფიქსირდა. მისივე თქმით, რეგიონში მიზნობრივი და გეგმური ტესტირება გრძელდება.

„ამ დილის მონაცემებით გვაქვს 7 ახალი შემთხვევა. ყველა ლაითურის მცხოვრებია და ისინი აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამ სოფელში კვლავ შეზღუდულია გადაადგილება, ფუნქციონირებს ბლოკ პოსტი. მიმდინარეობს გეგმური და მიზნობრივი ტესტირება. გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები“, - განუცხადა“ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ნასარაიამ

ამასთან, მისივე ინფორმაციით, გურიის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 150-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 43 პირი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა