თამარ გაბუნია - აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება ეპიდვითარებაზე არის დამოკიდებული

აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება ეპიდვითარებაზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სპეციალისტები მომდევნო 10 დღის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდებიან და სასწავლო პროცესის განახლებაზე შემდეგ იმსჯელებენ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით სკოლების 99 პროცენტი მზად არის წესების დაცვით სასწავლო პროცესის განახლებისთვის.

„პირველი და მეექვსე კლასის მოსწავლეს განსაკუთრებით სჭირდება საკლასო ოთახში განათლება. ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. სკოლების მზაობა ზოგადად მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ, ამდენად ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში არის მაღალი.

რაც შეეხება აჭარას, აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყება დამოკიდებულია ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე, შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ