ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ბავშვია

ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ბავშვია. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, დღეს კილინკას 11 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

,, 37 კოვიდ პაციენტი გვყავს კლინიკაში, რომლებიც აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან და აფხაზეთიდან არიან. ყველაზე პატარა 11 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 72 წლისა, რომლიც საკმაოდ მძიმედ იყო, ახლა მდგომარეობა დასტაბილურდა და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული გაეწერება ბინაზე. გვაქვს ასევე სასიხარულო ამბავი, დღეს პირველად 11 გამოჯამრთელებული პაციენტი ეწერება კლინკიდან. ისინი იმერეთიდან და აჭარიდან არიან,“- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან, თვითიზოლაციაში 50 ადამიანი რჩება, PCR კვლევისათვის კი 166 ნიმუშია აღებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო