ხათუნა ბურკაძე - ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო მეტს იმსახურებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგისთვის. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონალური კონტექსტი საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს, რაც უფრო მკაფიოდ უნდა წარმოჩნდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებით, რომელიც ალიანსთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

„მიუხედავად ამისა, დღევანდელი მოცემულობის სიღრმისეული ანალიზი მიანიშნებს, რომ არსებითი პაკეტის განახლება ან სხვა მსგავსი ინიციატივების განხორციელება საკმარისი არ არის. საქართველო ნატო-ში წევრობას იმსახურებს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლისთვის უნდა გადაიდგას მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც 12 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ პოლიტიკურ დაპირებას რეალობად აქცევენ“,- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კონტექსტში ხათუნა ბურკაძეს მიაჩნია, რომ ბრიუსელის ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ორი შეთანხმება 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია როგორც კრიზისის, ისე მშვიდობიან პერიოდში.

„ევროკავშირის ყოვლისმომცველი და მასშტაბური დახმარების მიზანია საქართველომ COVID 19-ის თანმდევი გამოწვევები ეფექტიანად დაძლიოს“, - დასძინა მან.

საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით ხათუნა ბურკაძე თვლის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე 2021 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი უნდა გახდეს გარდამტეხი ეტაპი საქართველოს მეტი პოლიტიკური ამბიციის გამოსაკვეთად და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ გასავითარებლად, რაც გულისხმობს ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც მეტს აკეთებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მიიღოს პოლიტიკური დაპირება, რომ წევრობის შესაბამისი პროცედურების დაწყებისა და წარმატებით განხორციელების შედეგად შეძლებს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს