წყალტუბოში 9 აპრილის და დედა ენის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოში გადის და 9 აპრილისა და დედა ენის ქუჩების მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე წყალტუბოს შემოვლით გზად ითვლება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.

მათივე ცნობით, პროქტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები და მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა. პროექტის დასრულების შემდეგ კომფორტული გახდება აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 899 900 ლარია. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა