აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 194 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში, კორონავირუსი 1300-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტია. აღნიშნული განცხადება ნიჟარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც როგორც აჭარის მთავრობიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„აჭარაში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ყველა დადასტურებული შემთხვევა არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროტოკოლის შესაბამისად, მათ მომსახურება მიეწოდებათ როგორც სტაციონარში, ისე კოვიდსასტუმროებში, კონსულტაცია ხორციელდება ონლაინ კლინიკების მეშვეობით. ყველაზე საჭირო პერიოდში ეპიდემიოლოგები უზრუნველყოფენ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში მობილიზებულია ყველა ტიპის 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოყენებულია აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის. დამატებით მოხდა 20 რეანიმაციული საწოლის მობილიზება რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში, რეგიონში 45 ინტენსიური თერაპიის პალატა აქვს და მომსახურებას გაუწევს აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობს 515 პაციენტი, ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა მერყეობს 70-დან 100-მდე. Covid სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 910-ზე მეტი პირი. რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 700-ზე მეტი მოქალაქე.

დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების ცენტრი. ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებს ინფექციური საავადმყოფო და მედემერჯენსი. ლაბორატორიული კვლევის მიღებამდე მოქალაქეები დაყოვნდებიან სწორედ ცხელების კარანტინებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო