სომხეთის პრეზიდენტი - საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ ჩაერევა, კავკასია ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება

მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, კავკასიის რეგიონი უზარმაზარი პრობლემა გახდება, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერევა მიმდინარე პროცესში, .- ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა. ინფორმაციას „არმენრესი“ ავრცელებს.

„წარმოგიდგენიათ, თუკი კავკასია კიდევ ერთი სირია გახდება? საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი არ ჩაერევა ახლა, კავკასია ახალ უზარმაზარ პრობლემად იქცევა“ ,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სომხები მთიანი ყარაბაღის საკითხს უკავშირებენ თავისი რწმენის ისტორიას. ისინი ამაში ხედავენ თურქეთის მცდელობას, განახორციელონ გენოციდი აზერბაიჯანელთა ხელით, რაც სომხებისთვის მიუღებელია.

„ბრძოლა გაგრძელდება. სომხები დაადასტურებენ, რომ ეს პრობლემა ძალით ვერ გადაიჭრება. სურთ თუ არა ეს მათ, უნდა დავბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან“ , - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: სომხეთის პრეზიდენტი - საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ ჩაერევა, კავკასია ერთი უზარმაზარი პრობლემა გახდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა