ანა ნაცვლიშვილი - კოალიცია “ლელოს” ირგვლივ შეიქმნება

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ცესკოში პარტიული სია წარადგინა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში ლელო უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.

“ლელო არის ახალი ძალა, რომელსაც ჰყავს ძალიან ძლიერი, კომპეტენტური და ქვეყანაზე შეყვარებული გუნდი და აქვს მკაფიო ხედვა ყველა მიმართულებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და გადავაქციოთ ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ. ჩვენ ძალიან კონკურენტულები ვართ. ვფიქრობ, უალტერნატივო ძალაა “ლელო” და ამას აჩვენებდა გუშინდელი როგორც პარტიული სიის წარდგენა, ასევე “მარშალის გეგმა”, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება კოალიციის შექმნას, ნაცვლიშვილის განცხადებით, “ლელოს” ირგვლივ აუცილებლად შეიქმნება კოალიცია.

“ფაქტია, რომ პოლიტიკური კულტურა ვითარდება და ამომრჩევვლის დაკვეთაც არის, რომ იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული მმართველობა. ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებთ, რომ “ლელოს” ირგვლივ შეიქმნება კოალიცია. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ორ ადამიანთან არ შევქმნით კოალიციას და დავასახელეთ ის ორი ადამიანი, რომელიც არის საქართველოს წარსული და ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა