რუსთავში „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნდება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, UNFPA-ს და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის, მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა თეა ჟვანიამ მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს, რუსთავში „60 + კლუბის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მაკარიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე იქნება, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისში აცხადებენ, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კლუბის წევრებს აქტივობები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ. პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას. „ლიბერთი ბანკი“, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი და ხანდაზმულთა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშემწყობი, აქტიურად დაუჭერს მხარს რუსთავის 60+ კლუბის საქმიანობას.

,,კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. 60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს“, - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

„თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებლი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის კი საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების - 80,8 წლამდე; მამაკაცების - 74,2 წლამდე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხანდაზმული მოქალაქეების წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს. „60+ კლუბების“ შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებულია მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60+ კლუბების“ დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს