ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

„მოძალადე, გადადექი“ - ამ შეძახილებით მარნეულის საკრებულოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, „ევროპული საქართველოს“ მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების კადრებში სწორედ ამირან გიორგაძე ჩანს.

„ასეთი მოძალადე პიროვნება არ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ მერიაში წარდგენილები. ჩვენ როგორც ვნახეთ ვიდეოკადრებში, იქ იყო ამირან გიორგაძე, იქ იყვნენ მერიის წარმომადგენლები და ის პიროვნებები, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტიდან იღებენ ხელფასს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ასეთი პიროვნებები აღარ იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში,“- განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა