ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და გარე განათება, მოეწყო შიდა ბილიკები, გაკეთდა დამცავი მოაჯირი. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა სკამები. უახლოეს მომავალში სკვერს გარე გამოყენების ფიტნეს-ტრენაჟორების მოედანი შეემატება.

ჩატარებულ სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და მერის წარმომადგენელი ტაძრისში სერგო შაყულაშვილი გაეცნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს