კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში!“

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქ. სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ვირტუალურ ცერემონიაში კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა ელენი კოუნალაკისმა მიიღო მონაწილეობა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში! ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენ კალიფორნიაში არსებულ ძლიერ საკონსულო კორპუსს შეუერთდით“, - განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა.

კოუნალაკისის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და კალიფორნიაში გენერალური საკონსულო დაარსა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კალიფორნიას შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გამყარებას და გაფართოებას.

„მინდა იცოდეთ, რომ ჩემი ოფისი და გუბერნატორის ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტები თქვენს სამსახურში არიან და დახმარებას გაგიწევენ შესაბამისი კონტაქტების დასამყარებლად“, - აღნიშნა ვიცე-გუბერნატორმა.

კალიფორნიის შტატის ვიცე-გუნერნატორის აზრით, გენერალური საკონსულოს გახნსა ხელს შეუწყობს როგორც ქართველი სტუდენტების ჩართვას გამოჩენილ, მსოფლიო კლასის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განსაკუთრებით კი განავითარებს მეღვინეობის სფეროში თანამსრომლობას.

ცნობისთვის, 2020 წლის 30 სექტემბერს, სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო. გახსნის ვირტუალური ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კოულანაკისმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა