ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი და სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთის იმპერიალისტური ოცნების განსახორციელებლად ბოლო დაბრკოლებაა

სომხეთი და სამხრეთ კავკასიის სომხები ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად და იმპერიული ოცნების განსახორციელებლად ბოლო დაბრკოლება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„რატომ დაბრუნდა თურქეთი 100 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში? – სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად. თუმცა, გენოციდური პოლიტიკის გაგრძელება თურქეთისთვის არ არის მხოლოდ არმენოფობიის განხორციელების საშუალება, არამედ პრაგმატული ამოცანაა. სომხეთი და სამხრეთ კავკასიის სომხები არიან ბოლო დაბრკოლება ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ თურქეთის ექსპანსიის გასაგრძელებლად და იმპერიული ოცნების ასახდენად. ეს არ არის მხოლოდ ყარაბაღის საკითხი, ან სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხი. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხია. სომეხი ხალხი იცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას, როდესაც საკუთარ თავზე იღებს მისიას, რომელიც, შესაძლოა, ახალი ისტორიული მისია იყოს“,- აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა