დავით ზალკალიანი - პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ნატოსთან, განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შავი ზღვა მართლაც სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. სწორედ ის პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან, განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტები და ასევე, ერთობლივი ნატო-საქართველოს პაკეტის განახლება, თავისი ფორმით და მასშტაბებით, რაც დღეს დღის წესრიგში დგას", - აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ გახშირდება საქართველოს პორტებში ნატო-ს ხომალდების შემოსვლა, გახშირდება ასევე წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა ნატო-ელ პარტნიორებთან, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა