2021 წელს 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლიდან - 25 ლარით გაეზრდებათ

2021 წელს 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წლიდან - 25 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

2021 წელს საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსება 370.0 მლნ ლარით იზრდება და 2 600.0 მლნ ლარით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად განისაზღვრა, რომ 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად, კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით. პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის 210 მლნ ლარს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა