ქობულეთის მერიაში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები სესხების გადავადებას ითხოვდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ხმაური იყო, სადაც საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, ბანკებიდან აღებული სეზონური სესხების ერთი წლით გადავადება და ნამატი პროცენტის სრული სუბსიდირება მოხდეს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიიდან 20 დღეა პასუხს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.

"ქობულეთის მერიაში 20 დღის წინ პირობა მოგვცეს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდნენ. ყოველ დღე ბანკებიდან გვიკავშირდებიან და სესხის გადახდას გვთხოვენ, რისი საშუალებაც არ გვაქვს.

მოვითხოვთ, რომ იანვრამდე სესხების გადავადება მოხდეს, რადგან ტურისტულ სეზონზე დავზარალდით", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

თავის მხრივ, ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ კანონის ფარგლებში საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

"საკითხის ყველა დონეზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა კანონის შესაბამისად პრობლემა მოგვარდეს და უახლოეს პერიოდში საკითხი ვიმედოვნებთ, რომ მოგვარდება",- აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს