ანონსი  2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები ბრიფინგს გამართავენ.

მის.: ინგოროყვას 7

2 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსი, მარნეულის ოლქის დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე, 29 სექტემბერს, მარნეულში მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, მარნეულის პროკურატურაში განცხადებას შეიტანს და მოითხოვს დაზარალებულად ცნობას.

მის.: ქ. მარნეული. რუსთაველის N1

საკონტაქტო: გიორგი მუმლაძე - 579 021 728

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

მის: ინგოროყვას 7

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: რთული ვითარება რეგიონში - საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თურქეთის პრეზიდენტის განცხადება.

მის.: კოსტავას ქ.47/57

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დავით გარეჯი უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად.

მის.: კოსტავას 19

საკონტაქტო: 599437403

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს

თემა: „ქართული ოცნების“ პროგრამა.

მის: ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

2 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: რთული ვითარება რეგიონში - საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თურქეთის პრეზიდენტის განცხადება.

მის.: კოსტავას ქ.47/57

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საერთაშორისო კონფერენციას - კარგი მმართველობის ფორუმი 2020 (GG Forum 2020) გამართავს. კონფერენცია ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება და გადაიცემა „ლაივ“ რეჟიმში IDFI-ის Facebook გვერდზე.

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599 420206

2 ოქტომბერს 13:00 საათზე, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მომავალი საქართველოს“ საპარლამენტო სია და მაჟორიტარები.

მის.: კოსტავას ქ N21

საკონტაქტო: 593555576

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსი“ გამართავს ბრიფინგს 3 ოქტომბრის აქციის თემაზე.

მის.: თბილისი, სობჩაკის 3

საკონტაქტო: ანი კიკნაძე - 598 450 480

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდება.

თემა: თვითმმართველობის გაძლიერების გეგმა.

მის.: ჭავჭავაძის 11ა

საკონტაქტო: თაკო კაკაბაძე - 599192277

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე კორონავირუსის დამარცხების შემდეგ პირველ საარჩევნო შტაბს ხსნის.

მის: აკაკი წერეთლის გამზირი #73.

საკონტაქტო ტელ. 595 400 045 მირიან ნიკოლაძე.

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სახელმწიფოს მიერ საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულთა საქმის გამოძიების დღემდე მიღწეულ შედეგები და დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა. პრესკონფერენციას დაესწრებიან „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულები.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. 123.

საკონტაქტო: ანი მეტრეველი - 599116861; 577139962

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, EMC-ს ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიის წინ, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამშვიდობო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები წაიკითხავენ მანიფესტს და გააჟღერებენ სამშვიდობო მესიჯებს.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

2 ოქტომბერს, 19:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რეტროსპექტივისა და გამოფენის გახსნა გაიმართება.

მის.: შოთა რუსთაველის გამზ.3

საკონტაქტო: ნინო ანჯაფარიძე - 577 733 226

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა