გუგული მაღრაძე კითხვაზე, რატომ ვერ მოხვდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში - ეს არის ორმხრივი შეთანხმება, სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?

სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?! - ასე უპასუხა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ ვერ მოხვდა "ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიაში.

გუგული მაღრაძის თქმით, იმას, რომ სიაში ვერ მოხვდა კარგიც არის და ასევე მინუსებიც აქვს.

"ეს არის ორმხრივი შეთანხმება, იმიტომ, რომ სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?! ორმაგი მოტივაცია მქონდა. ეს, ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ - თავისი მინუსები აქვს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ცნობისთვის, დღეს ცესკო-ში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია წარადგინა. პარტია დღეს, 20:00 საათზე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს