ენძელა მაჭავარიანი - რაც შევძელი, გავაკეთე ოთხ წელიწადში და მიმაჩნია, რომ ახლა, პარლამენტში "ტაიმაუტი" უნდა ავიღო

4 წელი მქონდა სრულიად სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში და მიმაჩნია, რომ ახლა, პარლამენტში "ტაიმაუტი" უნდა ავიღო , - ამის შესახებ ენძელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ ვერ მოხვდა მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო სიაში?!

ენძელა მაჭავარიანის თქმით, მის სურვილი იყო, რომ არ ყოფილიყო მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში.

მისივე თქმით, " ქართული ოცნების" მხარდამჭერად რჩება.

"დაახლოებით 10 თვეა ვიცი, რომ არ ვარ სიაში. 4 წელი მქონდა სრულიად სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, გავაკეთე ამ ოთხ წელიწადში და მიმაჩნია, რომ ახლა, პარლამენტში "ტაიმაუტი" უნდა ავიღო. სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები?! როდესაც პარლამენტში შევედი, თვითონ შევთავაზე საკუთარი თავი და ახლაც თვითონვე შევთავაზე, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა დამესვენა", - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ცესკო-ში საარჩევნო სია წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა