აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას

აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 22 პარტიის წარმომადგენელი იბრძოლებს.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიამ სიები უკვე წარადგინა, სიის წარდგენის ვადა დღეს დასრულდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატის ადგილია, მათ შორის 18 პროპორციული 3 კი მაჟორიტარული წესით არჩეული.

"უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე სულ 25 პარტიას ჰქონდა შემოტანილი, თუმცა პარტიული სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათგან 22-მა დაარეგისტრირა. 3 პარტია, რომელმაც ვადის ამოწურვამდე ვერ წარმოადგინა სიები და შესაბამისი დოკუმენტაცია, რეგისტრაციიდან ხვალ ავტომატურად მოიხსნება, ასე რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია მიიღებს" , - განაცხადა უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნესტან ნაკაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა