ბიძინა ივანიშვილი - ყველა სფეროში პროგრესი ისეთი თვალსაჩინოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აწყობს სტატისტიკაზე საუბარი, თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს

ყველა სფეროში პროგრესი ისეთი თვალსაჩინოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აწყობს სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კუთხით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18-ე პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.

„2012 წლიდან დღემდე - მართლმსაჯულების სისტემაში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენის ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა. თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი, 160%-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის ჯარიმების გამოყენების მაჩვენებელი, 70%-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი, 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი, 25 000-ით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიმართ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, 3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. ეს მშრალი სტატისტიკაა. მხოლოდ ციფრები და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასებები. ახლა ვნახოთ დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს? - შედეგები ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია. კერძოდ, ზედიზედ მეორე წელია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18-ე პოზიციას იკავებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა. ამავდროულად სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველო მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით, საქართველო საზოგადოების დაცულობის თვალსაზრისით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16-ე ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 25-ე ადგილზეა, ევროპის ოცეულში კი მე-14-ე პოზიციას იკავებს მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო ე.წ. შავ სიაში ჰყავდათ შეყვანილი და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან. დღეს ამ სახელმწიფოთა 90%, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს.

ეს არის რეალობა, რომელსაც როგორც დარწმუნდით ჩვენთან ერთად საერთაშორისო მონიტორებიც ერთხმად აღიარებენ. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდაა, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევს ესოდენ თვალსაჩინო პროგრესს, რადგან ქვეყნის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს.

„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა