მიხეილ სააკაშვილი მასზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაზე - მამაკაცი მოვიდა კალმით ავტოგრაფისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე უკრაინული გამოცემა „სტარანას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მასზე თავდასხმას უარყოფს. ექსპრეზიდენტი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მას კიევის რესტორანში თავს დაესხნენ, წერს, რომ აღნიშნულ პირს მისი ავტოგრაფი უნდოდა.

„სინამდვილეში, მამაკაცი მოვიდა კალმით უბრალოდ ავტოგრაფისთვის. აი, ეს არის მთელი ისტორია“, - წერს სააკაშვილი პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი დარინა ჩიჟი კი „ფეისბუკზე“ გამოცემა „სტრანას“ ერთ-ერთ რედაქტორს სვეტლანა კრიუკოვას მიმართავს და ეკითხება, რატომ ბოლომდე არ უყურა იმ ვიდეოს, რომელიც თავად გამოაქვეყნა. „სრული სისულელე! სააკაშვილს თავს არავინ დასხმია.

სვეტლანა კრიუკოვა, თუკი თქვენ შეძელით ვიდეოს მიღება დაწესებულებიდან, სადაც მიხეილია, რატომ არ უყურეთ მას ყურადღებით? ვიდეოზე ყველაფერი მკაფიოდ ჩანს“, - წერს სააკაშვილის პრესმდივანი.

მას სვეტლანა კრიუკოვა კომენტარებში პასუხობს და ეუბნება, რომ "ასე საინტერესო არ არის და დააბრუნონ ვიდეოში როგორც იყო".

ცნობისთვის, უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან Fabius-ში თავს დაესხნენ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება