ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე ცენტრალური გზა და რამდენიმე მაღაზია დაიტბორა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთზე დატბორვა ხშირად ხდება, რის გამოც ბათუმის მერიას ადანაშაულებენ, რადგან წყლის შესაბამისი არხები არ არის მოწესრიგებული.

აღსანიშნავია, რომ უხვი ნალექის გამო წყლის მასა დაგროვდა ე.წ. ჭაობის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც, სადაც ქვეითებს გადაადგილება უჭირს.

ასევე, ე.წ. ბენზეს დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, 10-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება, რადგან საცხოვრებელ სახლთან მდინარემ მიწის მასა წაიღო.

მოსახლეობის თქმით, მათ ბათუმის მერიას მდინარესთან ჯებირების მოწყობის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"ნელ-ნელა მდინარეს გზის სავალი ნაწილი მიაქვს, ფაქტობრივად მდინარე საცხოვრებელი სახლებისკენ მოიწევს. 10-მდე ოჯახს საფრთხე გვემუქრება. ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გვყავს გაყვანილი. მერიას ვთხოვეთ, ჯებირების მოწყობა, თუმცა შედეგი არაფერი. 8 წლის განმავლობაში, ვითხოვთ დახმარებას, თბილისიდანაც იყვნენ სპეციალისტები და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას", - აცხადებენ მოქალაქეები

შემთხვევის ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძე მივიდე და ადგილზე სიტუაციას ეცნობა.

"აჭარაში უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის 30-მდე გამოძახება იყო. ყველაზე მოხდა რეაგირება. არავინ დაშავებულა. გამოძახების უმეტესობა ეხებოდა ეზოების დატბორვას", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრობლემურ ადგილებზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდა. "უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩაზე პრობლემა შეიქმნა. ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები", - აცხადებენ მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს