ჯაბა ჯიშკარიანი - როგორც მიშას ვარდები დაჭკნა, ასევე დაჭკნა და გაუფერულდა ოცნებები, რომელიც 2012 წლამდე წარმოებულმა ბრძოლებმა და 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა მოიტანა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი შეფასებით, დაჭკნა და გაუფერულდა ოცნებები, რომელიც 2012 წლამდე წარმოებულმა ბრძოლებმა და 2012 წლის 1-მა ოქტომბერმა მოიტანა.

„1 ოქტომბერი, დღე როდესაც ხალხმა მოძალადე რეჟიმზე გაიმარჯვა! ქართველი ხალხი გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო - სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.

1 ოქტომბერი, დღე, რომელმაც შეცვალა რეალობა და მშვიდობიანი გზით შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება. 2012 წელს, გადავშალეთ ისტორიის ახალი ფურცელი - ბევრი ემოციით, იმედებითა და მოლოდინებით.

შემდეგ დაიწყო კოჰაბიტაცია მოძალადეებთან, წინა ხელისუფლების ჯალათებთან. შემდეგ მათი პორტირება პარტიაში , „ქართული ოცნების" წევრები გახდნენ ადამიანები, რომელთაც ბოლო დღემდე-2012 წლის 1 ოქტომბერსაც კი მაისურები ეცვათ 5 ნომრით...

ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ომი დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ, იმ ძველ ბრძოლებში მონაწილეების წინააღმდეგ, რომელთაც რეჟიმთან ბრძოლა ბევრად უფრო ადრე დავიწყეთ, ვიდრე 2012 დადგებოდა და ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა.

ივანიშვილს გვერდით აღარ უნდოდა სიმართლის მთქმელი და დაპირებების მომთხოვნი ადამიანები, მას კომფორტს უქმნიდნენ და უქმნიან საკუთარ წარსულს ზურგშექცეული, პორტირებული, მიშას ტაშისმკვრელი, მოძალადე ადამიანები - გადმობარგებული, უმორალო და უპრინციპო პირები.

ნაცვლად ქართული ოცნების ახდენისა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ყველა იმედი და მოლოდინი გაუცრუა, ის იმედი, რაც მან 1 ოქტომბერს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს ჩაგვისახა, მოგვიანებით თავადვე გაანადგურა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა სასამართლო არ იხსნა ე.წ. „კლანისგან", კი არ იხსნა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა, დააწინაურა და გაუხსნა ყველა კარი იმისათვის, რომ „კლანმა" განაგრძოს ისევ ისეთი უსამართლო სასამართლო სისტემის გაზრდა, როგორც ამას დღემდე აკეთებს.

როგორც მიშას ვარდები დაჭკნა, ასევე დაჭკნა და გაუფერულდა ოცნებები, რომელიც 2012 წლამდე წარმოებულმა ბრძოლებმა და 2012 წლის 1-მა ოქტომბერმა მოიტანა.

დღეს, ჩვენ ვართ ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს! ჩვენი ძალა და სიძლიერე ზნეობასა და მორალშია! და მჯერა, რომ ჩვენი საქართველო გადამწყვეტ, მკაფიო სიტყვას აუცილებლად იტყვის 31 ოქტომბერს და დავამთავრებთ იმ აღვირახსნილობას, რაც ქვეყანაში ხდება.

პ.ს. ბიძინა ივანიშვილის ორმაგი სტანდარტი: უტოპიაა, ერთი ხელით ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო მეორე ხელით „ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებითა და მსახურებით ავსებს „ქართულს ოცნებას" ,- აცხადებს ჯიშკარიანი.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა