ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს გარანტია, რომ საწოლფონდის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქვთ გარანტია, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში საწოლფონდის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით ემზადებიან იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ ვირუსი.

"დღესდღეობით გვაქს სამეტაპიანი მართვა. კოვიდპაციენტები, ვინც არიან უსიმპტომოები, თვითიზოლაციაში ხვდებიან. მათზე მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ. ასევე გვყავს პაცინტები, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, მათ საშუალებას ვაძლევთ გამოიყენონ საკარანტინო სივრცეები. ისინიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ. ასევე, საავადმყოფოებში არის საწოლების მობილიზაცია, რომელიც კოვიდ-19-ის სამკურნალოდ საკმარისია.

გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ რომელი საავადმყოფო, რა ეტაპზე და რა ნიშნულზე ერთვება შემდეგ უკვე კოვიდ-19-ის მართვაში. რის შედეგადაც გვაქვს გარანტია, რომ საწოლფონდის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა