თბილისში, ტიციან ტაბიძის 92 ნომერში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობს, მიმდინარეობს ქრობითი სამუშაოები.