ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მივიდა

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა.

მისი განცხადებით, უცნობია, მეწყერის შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამძებრო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.

"გვაქვს სტიქია, როგორც ხელვაჩაურში, ისე სხვა მუნიციპალიტეტებში, მეწყრული პროცესების შედეგად წაღებულია სახლი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა