ბათუმის მერია უხვი ნალექის შედეგად, ქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმის მერია უხვი ნალექის შედეგად ქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ერთდროულად მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია.

დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფერიაც. მდინარე მეჯინისწყალში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. მეწყრული პროცესები განვითარდა ზედაღელის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ამ წუთებში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფება. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა