თორნიკე რიჟვაძე - სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერი ჩამოწვა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე იმყოფება მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

"სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან. ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრები იმყოფებოდნენ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივების თქმით, მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი ავტომობილი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი ავტომობილში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა