აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - არსებობს გარკვეული სირთულეები, რაზეც მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, სხვა რეგიონებიდან დამხმარე ძალა უკვე წამოსულია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სხვა რეგიონებიდან უკვე წამოსულია დამხმარე ძალა.

,,სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, არსებობს გარკვეული სირთულეები, რაზეც მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. სხვა რეგიონებიდან დამხმარე ძალა უკვე წამოსულია“, - აღნიშნა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივების თქმით, მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი ავტომობილი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი ავტომობილში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ