აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსი - სამუშაოებს ართულებს უგზოობა, რადგან მძიმე ტექნიკა ვერ მოდის ადგილზე - ამ წუთებში დაახლოებით, 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბათაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სამძებრო სამუშაოებში 60-მდე მეხანძრე მაშველია ჩართული.

მისივე თქმით, ამასთან, შესაბამისი სამძებრო აღჭურვილობის მქონე დამატებითი სამაშველო ჯგუფები წამოსულია თბილისიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

„ამ წუთებში დაახლოებით 60-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს და ნიჩბებით ასუფთავებენ მოყოლებული ქვემოდან, ყველაზე ბოლო წერტილიდან, სადაც წყლის მიერ სახლის ნანგრევი ფრაგმენტები არის ჩატანილი. ასევე, წასულია 10 კაციანი ჯგუფი იქ, სადაც უშუალოდ მდინარე გადმოედინება, არხი უნდა გადაჭრან, რომ მდინარეს შეუცვალონ დინება.

ასევე წამოსულია თბილისიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან ჯგუფები, თითო დანაყოფიდან 60 კაცამდე ყველანაირი აღჭურვილობით სამძებრო სამუშაოებით, რომლებიც სადღაც 20 წუთში იქნებიან ბათუმში“, - აღნიშნა ჯუმბერ ბათაძემ.

მან ასევე ისაუბრა აჭარის ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე.

„სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე, ყველა დაკარგულს არ ვიპოვით, ყველაზე მეტად სამუშაოებს ართულებს უგზოობა, რადგან მძიმე ტექნიკა ვერ მოდის შესაბამის ადგილზე და გზა თითქმის ყველა მიმართულებიდან ჩაკეტილია“, - განაცხადა ჯუმბერ ბათაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივების თქმით, მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი ავტომობილი, რომელიც სახლის მიმდებარედ, გზაზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია სულ 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი ავტომობილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო