ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ამ ეტაპზე მეწყერში მოყოლილი ოჯახის პირადი ნივთებია ნაპოვნი.

„ზემოდან გორა წამოვიდა და მიწასთან გაასწორა ყველაფერი. გაუჩინარებულია ხუთი ადამიანი, ოჯახის სამი წევრი და ორი მსუბუქ ავტომობილში მყოფი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ. ამ დროისათვის ჯერ არავინ უპოვიათ",- აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

იხილეთ ვიდეო: ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა