ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში ავტომობილის მძღოლს ეძებენ

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში, მდინარე მეჯინისწყალში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეძებენ. როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მსუბუქ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მდინარემ წაიღო. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო, ხოლო მეორე მანქანასთან ერთად დინებამ წაიღო.

ავტომობილი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარედან ამოტანეს, თუმცა მანქანაში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს