ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განათლების დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მანანა რატიანმა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შეხვედრის თემა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობა იყო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ასევე სხვა საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ეხება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების სანიტარული წესებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

კორონავირუსის ინფექციისგან დასაცავად, სავალდებულო უნარ-ჩვევების შესახებ ნაჩვენები იქნა საინფორმაციო მასალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს