აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, კოვიდ კარანტინში - 800, ბინაზე კი 1000 პირი იმყოფება

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 228 პირი გამოჯანმრთელდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, კოვიდ კარანტინში 800 ხოლო ბინაზე 1000 ინფიცირებული მკურნალობს, მათ სიმპტომები არ აქვთ.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია და არის 297.

რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კონტროლს დაქვემდებარებულია. კოვიდ კარანტინში 800, ბინაზე კი 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან",- განაცხადა ნიჟარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა