სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 51 382- მდე გაიზარდა.
ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 966-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 44 406 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 6 010 პირს უტარდება.