გიგი უგულავა - თუ ვინმე გრძნობს საქართველოში მიტოვებულად თავს, ეს, პირველ რიგში, დევნილებია - ნეპოტიმზი და კორუფცია ყველაზე მტკივნეულ საკითხშიც კი ფესვგადგმულია

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილების დასახლებაშ ადგილობრივებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან აცნობეს.

გიგი უგულავავას თქმით, დევნილებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ემატება ინფრასტრუქტურული პრობლემები.

როგორც უგულავამ აღნიშნა, დევნილებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, ხოლო ხელისუფლება ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს. უგულავას თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმა დევნილებს მოუტანს კეთილდღეობას და გარდამტეხ ცვლილებებს.

„თუ ვინმე გრძნობს საქართველოში მიტოვებულად თავს, ეს, პირველ რიგში, დევნილები არიან, ყველაზე დიდი მოთხოვნა ცვლილებების სწორედ დევნილებს აქვთ. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა აქ, ზუგდიდის რაიონში დგას, რადგან ზუგდიდის რაიონი არის ყველაზე დიდი მიმღები და მასპინძელი დევნილების. უკვე 8 წელიწადია ასე ნელა მიდის საქმე და თუ რამე ითხოვს სწრაფ გადაჭრას ეს სწორედ დევნილების უზრუნველყოფაა, დევნილი უნდა დარჩეს პოლიტიკურ სტატუსად და განსხვავება დევნილის ბავშვსა და ჩვეულებრივ ბავშვებს შორის არ უნდა იყოს.

ეს მიღწევადია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამას სჭირდება სწრაფი მუშაობა და სამართლიანი განაწილება, რასაც, სამწუხაროდ, აქ, თუნდაც ზუგდიდის მაგალითზე რომ ვთქვათ, სახელმწიფო არ აკეთებს, რადგან თითქმის დამთავრებული კორპუსებია, ხალხი ელოდება შესახლებას და სადაც შეასახლეს უსამართლობის განცდაა, რადგან ნეპოტიმზი და კორუფცია ამ ყველაზე მტკინვეულ საკითხშიც კი ფესვგადგმულია „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს კი უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა