საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 6 გურიაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 6 გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, კოვიდ 19 სოფელ ლაითურში დაფიქსირდა. მისივე თქმით, რეგიონში მიზნობრივი და გეგმური ტესტირება გრძელდება. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ლაითურის მცხოვრებია და ისინი აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ჩვენ გურიაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში და შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები გვექნება , წინასწარ ვიცით. დღეს დილით ასამდე პირის ტესტია ლაბორატორიაში გაგზავნილი. სოფელ ლაითურში გადადაგილება კვლავ შეზღუდულია. მიმდინარეობს გეგმური და მიზნობრივი ტესტირება. გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები,“ - განუცხადა“ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ნასარაიამ.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 156 -მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს