ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები სასტუმროებში არიან გადაყვანილი

ბათუმის მერიაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საგანგებო თათბირი გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო სტიქიური მოვლენები განვითარდა, რამაც ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ფერიისა და მეჯინისწყლის მდინარეების ადიდება გამოიწვია.

თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ადიდების შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა, ასევე მეწყრული პროცესები განვითარდა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

„დაზარალებული ოჯახები გადაყვანილები არიან სასტუმროებში. ბათუმის მერიის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. ბათუმის მუნიციპალური სერვისცენტრების მენეჯერები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგსა და ზარალის აღრიცხვას, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ.

დილიდან დაიწყო ქუჩების, კერძო და მრავალბინიანი ეზოების შლამისა და ტალახისგან გაწმენდის და მორეცხვის სამუშაოები, რომელსაც სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები ახორციელებენ. დაწყებულია დაზიანებული გზების, ქვაფენილისა და ბორდიურების აღდგენითი სამუშაოები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა