მამუკა ხაზარაძე  - ქართული ღვინის და ქართველი გლეხის უგულებელყოფა სახელმწიფოებრივი დანაშაულია

“ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობის დროს, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საქმე საგრძნობლად გაფუჭდა. ამის შესახებ მან საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მევენახეებთან ერთად გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„ლელოს“ წარმომადგენლებმა აქციაზე, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ პრობლემები გააპროტესტეს.

„აქ რისთვისაც ვართ, ეს მხოლოდ ხაშმის პრობლემა არაა, არამედ იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც აქვს ვაზის 8000 -წლოვანი ისტორია, რომელსაც აქვს 525 ენდემური ჯიშის ყურძენი და მათ შორის არის ხაშმის საფერავი, მანავის მწვანე. ქართული ღვინის საქმე ამ „ოცნების“ ხელში წავიდა უკან და უკან. 80 თეთრად როცა აბარებენ იგივე მანავის მწვანეს და არანაირი განსხვავება არ არის რქაწითელს შორის, ეს ნიშნავს, რომ არანაირ ხარისხს და წარმოშობის ადგლიმდებარეობას ყურადღებას არ აქცევენ. ამ თეთრებში, გლეხის შრომა არის ზარალი. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც და მსყიდველობითუნარიანობა ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ვარდება. პრაქტიკულად, გამოდის, რომ გლეხი ზარალზე მუშაობს მთელი წელი და ეს დაუშვებელია. 3 წლის წინ ქართული საექსპორტო ერთი ბოთლი ღვინო ღირდა 3.50$ და წელს ღირს 2.40$, შემდეგ წელს, თუ ასე გაგრძელდება, გლეხამდე ბოლოს თეთრებიც აღარ დარჩება. არანაირი სტრატეგია არ გააჩნია მთავრობას, არანაირი გეგმა არ აქვს, რომ ქართული ღვინო ააღორძინოს. ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს რადიკალურად შეიცვლება. საქართველოს საექსპორტო ღვინო გახდება მაღალანაზღაურებადი პროდუქტი. ჩვენ უნდა გავყიდოთ ქართული ღვინო მაღალ ფასად, რათა გლეხმა მიიღოს სარგებელი,”-განაცხდა ხაზარაძემ.

როგორც “ლელოს” გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკატერინე ქვლივიძემ აღნიშნა, პრობლემა რთველის არაორგანიზებულობას უკავშირდება, ხოლო ყურძნის დაბალი ფასი გლეხს მოტივაციას უკარგავს.

“ორიოდე დღის წინ ხაშმის მოსახლეობას შევხვდით და აღმოჩნდა, რომ ყურძენი უკვე სიმწიფეშია შესული და არ აქვთ საშუალება, რომ ყურძენი დაკრიფონ და ჩააბარონ. არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის რამე რეკომენდაცია და მითითება, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, არც ფასია შესაბამისი და სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური ადგილი. ხაშმის საფერავი - ეს ჯიში არის აქ და მას განსაკუთრებული თვისებები აქვს, ის წამლადაც კი გამოყენება. ყურძნის ჩაბარებაც კაპიკები ღირს, რის გამოც ხელს ვუწყობთ იმას, რომ კახელი გლეხი აღარ მოუვლის ვენახს. ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შევცვლით კიდეც,” - განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა